საქართველო-რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება – ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს

საქართველო-რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება – ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს

2022 წლის 11 აგვისტოს სოხმეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყებოდა, რომლითაც სომხური სატრანზიტო ტვირთები ისარგებლებდნენ. საკითხთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით ეკონომიკის სამინისტროს ოპოზიციონერმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ საბორნე გადაყვანების განხორციელების თხოვნით, საქართველომ მომართვა სომხეთის მთავრობისგან ივნისში მიიღო და შესაბამის სატრანსპორტო კომპანიებთან კონსულტაციები უკვე გაიმართა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბორანი ფოთის და კავკაზის პორტებს შორის იმოძრავებს.

ამასთანავე, ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს სომხეთის ტვირთებისთვის საზღვაო გასასვლელის მიცემას საერთაშორისო კონვენცია ავალდებულებს.

“თქვენი მიმდინარე წლის 22 აგვისტოს 7571/3-62/22 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება რუსეთსაქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების საკითხს, გაცნობებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2005 წლის 10 იანვარს ხელი მოეწერა ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს შორის ფოთი (საქართველო) – კავკაზის (რუსეთი) ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმებას.

მიმდინარე წლის ივნისში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა თხოვნით მოგვმართა ფოთი-კავკაზის სანაოსნო ხაზზე საბორნე მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს პროექტია. აღნიშნული თხოვნის საფუძველზე გაიმართა კონსულტაციები შესაბამის სატრანსპორტო კომპანიებს შორის.

დამატებით გაცნობებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის “იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. აღნიშნული კონვენციის შესაბამისად, ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება,”- ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის პასუხში.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა.…
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია…

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების…
გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა…