სახელმწიფო ელექტროსისტემა $39 მილიონად მესტიაში ახალ ქვესადგურს ააშენებს

სახელმწიფო ელექტროსისტემა $39 მილიონად მესტიაში ახალ ქვესადგურს ააშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ახალ ქვესადგურს ააშენებს, რაზეც კომპანია $38.8 მილიონ დოლარს დახარჯავს. დღეს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა „ბემონი-იეოს“ წარმომადგენლებმა – YEO-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თოლუნაი ილდიზმა და „ბემონი ინჟინერია და მშენებლობის“ ხელმძღვანელმა გიორგი მირცხულავამ ქვესადგურის „იდლიანი 500“  მშენებლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  

ქვესადგურის მშენებლობა სვანეთში ახალი ენერგეტიკული ობიექტების პროექტებს უკავშირდება, რადგანაც მათი განხორციელების შემთხვევაში სვანეთში ქვესადგურების სიმძლავრის მატებაა აუცილებელი. 

“პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას შეემატება უნიკალური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური, რომელიც უზრუნველყოფს სვანეთში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეების ქსელში ინტეგრაციას, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას.

ქვესადგურის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ამხანაგობა „ბემონი-იეო“ ორი წლის ვადაში დაასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 38,8 მილიონ  დოლარს შეადგენს,”- ნათქვამია სახელმწიფო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…