სებ-ი ბანკების დაჯარიმებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

სებ-ი ბანკების დაჯარიმებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების წინააღმდეგ გატარებული საზედამხედველო ზომების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. სებ-ი აღნიშნავს, რომ მათ მიერ გუშინ გამოქვეყნებული განცხადება იმის თაობაზე, რომ 2021 წლის შემდეგ 11 კომერციული ბანკის წინააღმდეგ გაიცა საჯარიმო სანქცია, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა არასწორად გააშუქეს. 

“ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს რეგულარულად ამოწმებს. შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და 2020 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა.

2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:

კომერციული ბანკი 11
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 12
საბროკერო კომპანია 5
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 32
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 3
სესხის გამცემი სუბიექტი 6
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 112

ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ სრულად, ფაქტების ცვლილების გარეშე,”- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

2023 წლის განმავლობაში სებ-მა საზედამხედველო ზომები ორი ბანკის – “ქართუს” და “ტერაბანკის” წინააღმდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…