სენატის ანგარიში: ფინეთში, თურქეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და საქართველოში ჩიპების იმპორტი გაიზარდა

სენატის ანგარიში: ფინეთში, თურქეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და საქართველოში ჩიპების იმპორტი გაიზარდა

აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტმა რუსეთის მიერ ამერიკული წარმოების ჩიპების სანქციების გვერდის ავლით მიღების თაობაზე იმსჯელეს. სენატორებმა განაცხადეს, რომ რუსულ სამხედრო შეიარაღებაში კვლავ გამოიყენება ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების – Intel-ის, AMD-ის, Texas Instruments-ისა და Analog Devices-ის ჩიპები, რომელთა მიწოდებაც სანქციებით არის აკრძალული.

გამოქვეყნდა აღნიშნულ მოსმენაზე სენატის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც ინფორმაციის სახით სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებელი არის მოყვანილი. აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია 2021 და 2022 წლებისთვის (2023 წლის მაჩვენებელი სენატს მოხსენიებული არ აქვს). ანგარიშის თანახმად, პროცენტულად ყველაზე მაღალი ზრდა ექსპორტის მხრივ დაფიქსირდა ყაზახეთში, ხოლო რაოდენობრივად ყველაზე მეტად 54 მილიონი ჩიპით იმპორტი ფინეთში გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პროცესორების იმპორტი წლების მიხედვით ასე ნაწილდებოდა: 2023 წელი – 1.9 მლნ დოლარი; 2022 წელი – 0.6 მლნ დოლარი; 2021 წელი – 1.3 მლნ დოლარი; 2020 – 2.5 მლნ დოლარი. სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2023 1.5 მლნ დოლარის ჩიპები შეიძინა ჰონგ-კონგიდან, 111 ათასი დოლარის ჩიპები ნიდერლანდებიდან, 53 ათასი დოლარის ჩიპები დანიიდან, 43-43 ათასი დოლარის ჩიპები კი შვედეთიდან და ჩინეთიდან. რაც შეეხება ჩიპების ექსპორტს (რეექსპორტს) საქართველოდან 2023 წელს უცხოეთში 261 ათასი დოლარის პროცესორები გავიდა, აქედან 77 ათასი დოლარის სომხეთში, 58 ათასი დოლარის ნიდერლანდების, 37 ათასი დოლარის უზბეკეთში, 36 ათასი დოლარის აზერბაიჯანში, 18 ათასის ყაზახეთში, $16 ათასის უკრაინაში, ხოლო $15 ათასის თურქეთში.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების მინისტრი

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების…

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ასე უპასუხა მან „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასმულ კითხვას მუშაობს თუ…
იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში საარსებო შემწეობას 710 226 ადამიანი იღებდა, აქედან თითქმის 246 ათასი სახელმწიფო დასაქმების პროგრამით მოსარგებლეა, რომელიც წელს…
მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

თებერვლის ბოლოს სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადი და რეგიონში…