საპენსიო ფონდი სექტემბრის თვის საინვესტიციო შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ფონდისთვის გასული თვე მიმდინარე წლის მეორე საუკეთესო შედეგებით გამოირჩეოდა, რაც საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ მაჩვენებელს უკავშირდება. კერძოდ, კონსერვატიული პორტფელის თვიური ამონაგები სექტემბერში 1.47% იყო, დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 1.98% იყო, დინამიური პორტფელის კი 2.56%-ის თვიური ამონაგები ჰქონდა.
საქართველოს საპენსიო ფონდის მთლიანმა ზომამ გასულ თვეში 7.7 მილიარდ ლარს მიაღწია. დანაზოგების 99.5% განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში.
საქართველოს საპენსიო ფონდის უდიდესი ნაწილი განთავსებულია ფიქსირებული ამონაგების მქონე აქტივებში – კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და სახაზინო ობლიგაციებში, დაახლოებით 19.5% კი საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტირებული.
გაერო-ს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთში სიტუაცია შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, ამიტომ მხარეები დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ. მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე…
ცნობილია, რომელ ფაკულტეტზე რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ წელს აბიტურიენტებს ქართული და უცხო ენის გარდა. შესაბამის ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ…
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს…