სექტემბერში ექსპორტი 1%-ით გაიზარდა, იმპორტი 10%-ით

სექტემბერში ექსპორტი 1%-ით გაიზარდა, იმპორტი 10%-ით

საქსტატმა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 528 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.8%-ით მეტია.

რაც შეეხება წლის პირველ ცხრა თვეს, ჯამში საქართველოს ექსპორტი 4.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 12.7%-ით მეტია.

იმპორტის ზომამ კი 1.25 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით მეტია. მთლიანად 9 თვის იმპორტი კი 11.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს. შესაბამისად ამ დღეს გახდება ცნობილი რა საქონლის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა სექტემბერში. 

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…