სტამბოლის შეთანხმების შედეგად უკრაინიდან 3.7 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული

სტამბოლის შეთანხმების შედეგად უკრაინიდან 3.7 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთულმა ჯამში 165-მა გემმა დატოვა უკრაინის პორტები თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. უკრაინის შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან ჯამში დაახლოებით 3.7 მლნ ტონა პროდუქტია ექსპორტირებული.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მხოლოდ დღეს პორტებიდან 169 300 ტონა პროდუქტით დატვირთული 10 გემი გავა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი გაჩერდა. შედეგად მსოფლიოში სურსათზე ფასი გაიზარდა, ხოლო აფრიკის ქვეყნები სურსათის დეფიციტის საფრთხი წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია.

როგორც Reuters წერს ომამდე ქვეყნდიდან თვიურად 6 მლნ ტონამდე მარცვლეული გადიოდა ექსპორტზე. ივლისში რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შავი ზღვის სამი პორტი გაიხსნა.

კერძოდ, უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის – ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის – გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამპორტებს თვიურად 100-150 სატვირთო გემის გატარება შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…