ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო დეპარტამენტის თანახმად, აშშ-ში უვიზოდ შესვლა 43 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. აშშ-ს უვიზო პოლიტიკა აქვს დაწესებული EU-ს ყველა წევრ ქვეყანასთან გარდა რუმინეთისა, ბულგარეთისა და კვიპროსისა. ასევე უვიზო რეჟიმი მოქმედებს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ტაივანთან, რომელიც ოფიციალურად დამოუკიდებელი ქვეყანა არაა, თუმცა მის რეზიდენტებს აშშ-ში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ერთადერთი, ვისაც აშშ-სთან უვიზო რეჟიმი აქვს არის ჩილე, რაც ამ ქვეყანაში ცხოვრების შედარებით მაღალი დონით და ორგანიზებული კრიმინალისა და ნარკოდანაშაულის ნაკლები გავრცელებით არის განპირობებული.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველომ აშშ-სთან უვიზო რეჟიმის მიღებისთვის უნდა იმუშაოს, თუმცა ქვეყნების ჩამონათვალის თანახმად, ამისთვის საქართველოს ჯერ EU-ში შესვლა სჭირდება, თუმცა არც აღნიშნულია იმის გარანტია რომ ქვეყანა აშშ-სთან უვიზო რეჟიმს მიიღებს, რადგანაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მსგავსი შეთანხმება არ აქვს.
აშშ-სთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების სია:
ანდორა ავსტრალია ავსტრია ბელგია ბრუნეი ჩილე ხორვატია ჩეხეთის რესპუბლიკა დანია ესტონეთი ფინეთი საფრანგეთი გერმანია საბერძნეთი უნგრეთი ისლანდია ირლანდია ისრაელი იტალია იაპონია კანადა ლატვია ლიხტენშტეინი ლიტვა ლუქსემბურგი მალტა მონაკო ნიდერლანდები ახალი ზელანდია ნორვეგია პოლონეთი პორტუგალია საბერძნეთი სან მარინო სინგაპური სლოვაკეთი სლოვენია სამხრეთ კორეა ესპანეთი შვედეთი შვეიცარია ტაივანი გაერთიანებული სამეფო
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6789…
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა…
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2…