ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო ოფიციალურად იხსნება – ინვესტიცია 5.5 მლნ ევრო

ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო ოფიციალურად იხსნება – ინვესტიცია 5.5 მლნ ევრო

ქობულეთში დღეს, 12 ივლისს ლიბანური ინვესტიციით ჩილიმის არომატების საწარმო იხსნება. საწარმომ, რომელიც სოფელ მუხაესტატეში 10 000კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული, მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა  5.5 მლნ ევროს შეადგენს.

ჩილიმის არომატების საწარმოს წარმომადგენელი, თამარ გუნდაძე BMG-ისთან აცხადებს, რომ საწარმოს გახსნის მთავარ მიზანს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ჩილიმის არომატების მიწოდება წარმოადგენს. მისი თქმით, ლიბანური ინვესტიციით განხორციელებული საწარმო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აშენებული და ISO 9001/2015 და ISO 14001 სერტიფიკატებს ფლობს.

“მსგავსი საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე პირველია და ამით ძალიან ვამაყობთ. საწარმოში მზადდება მოსაწევი ყალიონი, ჩილიმის 112 სახეობის არომატიზირებული პროდუქტი. ასორტიმენტი საკმაოდ მაღალი გვაქვს. შეთავაზებაშია, როგორც კლასიკური ტიპის, ასევე სპეციალურად ბრენდისთვის შექმნილი ახალი რეცეპტები. კომპანია ხარისხზეა პასუხისმგებელი, ამდენად პროდუქციის საწარმოებლად უმაღლესი ხარისხის თამბაქოსა და არომატებს ვიყენებთ. ასევე, გეტყვით, რომ კომპანია ბრენდავს და ამზადებს ჩილიმის მოსაწევ უჟანგავი მეტალის აპარატს, VIP ჩილიმის სასაჩუქრე ნაკრებს, განსაკუთრებული დიზაინით ამზადებს ჩილიმის მოსაწევ ლაზერულ აპარატს, ასევე ბრენდავს ჩილიმის მილებს, მარკეტინგული გათვლის ლედ განათების ყელსაბამს, სამაჯურს და სხვადასხვა აქსესუარებს.

ამასთან, საერთაშორისო კომპანია ROCK-თან პარტნიორობით, ექსკლუზიურად ვამზადებთ და საქართველოში შემოგვაქვს საჩილიმე ნახშირი, რომელიც 100% შემადგენლობით შეიცავს ქოქოსის გარსს, რაც ხაზს უსვამს მის ეკო მეგობრულ შემადგენლობას. ჩვენს კომპანიას ასევე ექსკლუზიურად შემოაქვს თორმეტი სახეობის ელექტრო სიგარეტი ბრენდით H VAPE”, – აღნიშნა თამარ გუნდაძემ.

ჩილიმის არომატების საწარმოო ხაზი, ქობულეთში 2023 წლის იანვრის თვიდან გაიხსნა და უკვე საერთაშორისო ბაზარზე გადის.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფუძნებლები ლიბანიდან არიან, და ლიბანი ჩილიმის მოხმარებით მნიშვნელოვანი ბაზარია, ამიტომ, პირველი ექსპორტი ლიბანში განვახორციელეთ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე გავდივართ მნიშვნელოვანი წარწერით „სიამაყით დამზადებულია საქართველოში“. ჩვენი პროდუქტები ლაბორატორიულად შემოწმებული და დადასტურებულია, რაც ნიშნავს, რომ ევროპის ბაზრისთვის აქტიურად ვემზადებით”,- ამბობს თამარ გუნდაძე.

თამარ გუნდაძის თქმით, კომპანიაში ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული. ჩილიმის არომატების საწარმო წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ბედნიერება – ეკონომიკური განვითარების ზომა

ბედნიერება – ეკონომიკური განვითარების ზომა

რამაზ აბესაძე, პროფესორი მოსახლეობის კეთილდღეობის შეფასების სხვადასხვა მიდგომას ეკონომისტები დიდი ხანია იყენებენ. ყველაზე გავრცელებულია ეკონომიკური შეფასება მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით, მათ…
“ოცნება” სებ-ის საბჭოს წევრებად ყეინიშვილ-ხომერიკის კანდიდატურების ჯერ ჩაგდების და შემდეგ დამტკიცების მიზეზს განმარტავს

“ოცნება” სებ-ის საბჭოს წევრებად ყეინიშვილ-ხომერიკის კანდიდატურების ჯერ ჩაგდების და…

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო…
მზად ვართ, კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ – თურნავა IMF-ს

მზად ვართ, კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ – თურნავა IMF-ს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.…