საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ ორი ფიქტიური კომპანია დაფუძნდა, რომელთა გამოყენებითაც, მათ მიერ თავიანთ მმართველობაში არსებულ მოქმედ საწარმოებზე ჯამში რვა ერთეული ყალბი ანგარიშფაქტურა გაიწერა, თითქოს და სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს და შემდგომ გამოიყენეს 103 469 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.
ტარდება შესაბამისი პროცედურები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე და 185 – ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლებას აღკვეთას 4 – დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…