ჩინეთიდან ვიზიტები 290%-ით გაიზარდა – უვიზო რეჟიმის ეფექტი

ჩინეთიდან ვიზიტები 290%-ით გაიზარდა – უვიზო რეჟიმის ეფექტი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინეთიდან ვიზიტები მზარდია. გასული წლის 11 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ შემოსვლა და 30 დღე ყოფნა შეუძლიათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში ჩინეთიდან 9 905 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 290%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებს 70.6%-ით აჭარბებს. საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით TOP 15 ქვეყანას შორის ჩინეთი მე-14 ადგილზეა.

ამასთან, ჯამურად, 2023 წელს, ჩინეთიდან ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელი იყო და 48 304 ვიზიტი დაფიქსირდა. იქამდე, ჩინეთიდან ყველაზე მეტი, 48 071 ვიზიტი, პანდემიამდელ 2019 წელს განხორციელდა.

 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩინეთიდან ტურისტების სწრაფი ზრდის პოტენციალი არსებობს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც დააწესა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…