ცნობილია, რა მოცულობის დეპოზიტებს ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში

ცნობილია, რა მოცულობის დეპოზიტებს ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში

2022 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიგრაციული ტალღა იყო – ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში რუსეთის 62 ათასი; უკრაინის 21 ათასი და ბელარუსის 13 ათასი მოქალაქე ემიგრირდა.

მიგრაციულ ტალღას მათ მიერ ქართულ ბანკებში დეპოზიტების ზრდა მოჰყვა. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ უცხოელთა შორის საქართველოში ყველაზე მეტი დეპოზიტი რუსეთის მოქალაქეებს აქვთ გახსნილი. თუკი 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 567 მილიონ დოლარს ინახავდნენ, 2022 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 2.42 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 327%-იანი მატებაა.

მთლიანობაში უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 6.55 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, საიდანაც 37% რუსეთის მოქალაქეთა კუთვნილი თანხებია. ამასთან, 2022 წელს ეს სადეპოზიტო პორტფელი 2.5 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ამ 6.55 მილიარდი ლარიდან უკრაინის მოქალაქეების დეპოზიტები 393 მილიონი ლარია, ბელარუსის მოქალაქეთა დეპოზიტები კი 196 მილიონი ლარი იყო.

ბანკებს შორის უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტების ⅔ საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკზე მოდის.

რაც შეეხება მთლიანად ფიზიკური პირების სადეპოზიტო პორტფელს, ის 23.2 მილიარდ ლარს შეადგენს, შესაბამისად მასში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებს 28%-იანი წილი უჭირავს. 

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…