ჰიპერგლობალიზაციის შემდეგ

ჰიპერგლობალიზაციის შემდეგ

ვლადიმერ პაპავა - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიკოსი

2020 წელს COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ
გლობალიზაცია, როგორც ასეთი, დასრულდა და მისი ადგილი დეგლობალიზაციამ
დაიკავა. ამას კი, თავისი ახსნა გააჩნია.
უდავოა, რომ ეროვნული მთავრობები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები
(უწინარეს ყოვლისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) COVID-19 პანდემიის
დაწყებისთვის მზად არ იყვნენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოვლინდა, რომ
ისინი კორონავირუსის მოულოდნელმა გამოჩენამ და მისმა სწრაფმა გავრცელებამ
დააბნია. ამ მიზეზით, განსაკუთრებით პანდემიის საწყის ეტაპზე, როგორც
ეროვნულმა მთავრობებმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა პანდემიის მთავარ
გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება ვერ შეძლეს. შედეგად, ამან გლობალიზაციის,
როგორც ასეთის, დასრულების შესახებ, აზრის ჩამოყალიბება გამოიწვია. ამ
კონტექსტში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიის
დაწყებამდე, დეგლობალიზაციისაკენ ნაბიჯები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ
ტრამპმა გადადგა, რომ აღარაფერი ვთქვათ Brexit-ზე, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა
ევროკავშირი დატოვა.
შთაბეჭდილება გლობალიზაციის დასასრულის დაწყების შესახებ კორონავირუსის
გავრცელების შესაზღუდად კომპანიების მნიშვნელოვანი რაოდენობის
ფუნქციონირების ჩაკეტვამ გააძლიერა. ჩაკეტვამ კი, თავის მხრივ, მიწოდების
გლობალური ჯაჭვები გაწყვიტა. შედეგად, შთაბეჭდილება დეგლობალიზაციის

შესახებ კიდევ უფრო გამყარდა. იმაზეც კი, დაიწყო დისკუსია ხომ არ ჩაანაცვლა
გლობალიზაცია ნაციონალიზმმა და იზოლაციონიზმმა (Derviş and Strauss, 2020).
გლობალიზაციის პროცესის დასრულების შეუძლებლობას ყველაზე ნათლად
არალეგალური ეკონომიკური საქმიანობის (მაგალითად, ნარკობიზნესი ან იარაღის
უკანონო ვაჭრობა) გლობალური ბუნება მოწმობს. უფრო მეტიც, ამ უკანონო
ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ეროვნული მთავრობებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგალითად, ინტერპოლის) აქტიური ქმედებების
მიუხედავად, ფაქტობრივად, იგი გლობალიურ ხასიათს მტკიცედ ინარჩუნებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური გლობალიზაციის დონე პრაქტიკულად
ჩამორჩება ეკონომიკური გლობალიზაციის დონეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,
რომ გლობალიზაციის პროცესი შექცევადია (Kołodko, 2022).
პანდემიის გლობალური ხასიათი პანდემიის დაძლევას იზოლაციონიზმის პირობებში
ბუნებრივად გამორიცხავს. პირიქით, პანდემიის დაძლევა მხოლოდ ეროვნული
მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული
გადაწყვეტილებების საფუძველზეა შესაძლებელი (Mazzucato and Torreele, 2020).
COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მალევე, დასაბუთებულ იქნა, რომ
პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკის განვითარება
დეგლობალიზაციისა და იზოლაციონიზმის საფუძველზე პრინციპულად
შეუძლებელია (Fung, 2020).
ამრიგად, მიგვაჩნია, რომ პანდემიის დაწყებისთვის ეროვნული მთავრობებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების მოუმზადებლობა და დაბნეულობა, ისევე როგორც
მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტა, გლობალიზაციის პროცესის დროებით
შეფერხებაზე მიუთითებს; ანუ ადგილი ჰქონდა ფსევდო-დეგლობალიზაციას, და არა
რეალურ დეგლობალიზაციას (Papava, 2021).

ამავდროულად, უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის დაწყებისთანავე ის
გლობალიზაცია, რომელიც ყველასათვის კარგად იყო ცნობილი დასრულდა (Pisani-
Ferry, 2021).
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რა გლობალიზაციაზეა საუბარი. კერძოდ, როგორი
გლობალიზაცია ვიცით ჩვენ კარგად?
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ დანი როდრიკის თანახმად, COVID-19-ის
პანდემიამდე გლობალიზაცია ჰიპერგლობალიზაციად შეიძლება ჩაითვალოს, როცა
ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, რათა გლობალურ კორპორაციებს
უფრო მომგებიანი გარიგებები შესთავაზონ (Rodrik, 2021).
როგორც ადრე მაქვს დაწერილი, COVID-19 პანდემიის დროს ტურბულენტური
გლობალიზაცია ჩამოყალიბდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომისა და დასავლეთის
მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირობებში
კონფრონტაციულ გლობალიზაციაში გადაიზარდა (Papava, 2022).
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რომ თუ ჰიპერგლობალიზაცია ჯერ ტურბულენტურში,
ხოლო შემდეგ კონფრონტაციულ გლობალიზაციაში გადაიზარდა, მაშინ შემდეგ
ეტაპზე მას რა ჩაანაცვლებს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორი უნდა იყოს
გლობალიზაცია კონფრონტაციული გლობალიზაციის შემდეგ, როდესაც რუსეთის
ომი უკრაინაში დასრულდება, ხოლო COVID-19-ის პანდემია ისტორიას ჩაბარდება?
ჯერ კიდევ COVID-19 პანდემიის დროს დაიწყო მსჯელობა გლობალიზაციის ე.წ.
ახალი „ტალღის“ გააზრების შესახებ, რომელიც გლობალიზაციის პროცესის
ხარისხობრივ განახლებას უნდა დაეფუძნოს (El-Erian, 2020).
კვლავ თუ დავესესხებით დანი როდრიკს, გლობალიზაციის ახალ ტალღას
პირობითად „უკეთესი გლობალიზაცია“ შეიძლება ეწოდოს (Rodrik, 2022). ცხადია, ეს
გლობალიზაცია „უკეთესი“ უნდა იყოს, ვიდრე გლობალიზაციის ყველა წინა სახეობა

(ანუ ჰიპერგლობალიზაცია და მით უმეტეს, ტურბულენტური გლობალიზაცია და
კონფრონტაციული გლობალიზაცია). ამიტომ აუცილებელია ტერმინის „უკეთესი
გლობალიზაციის“ შინაარსის გარკვევა.
ჯოზეფ სტიგლიცი, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი, სამართლიანად
მიუთითბს, რომ პრობლემა მხოლოდ გლობალიზაციაში არ არის, რადგანაც თავად
საბაზრო ეკონომიკა არასაკმარისად მდგრადია (Stiglitz, 2022).
COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, ისევე როგორც უკრაინაში რუსეთის ომისა და
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დროს, ეკონომიკის მდგრადობის
პრობლემა ძირითადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისა (UN, 2021) და სასურსათო
უსაფრთხოების სფეროებში (Blair and Kalibata, A. (2020) გამოიხატა. და ეს სულაც არ
არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინაში რუსეთის ომის გარდა
არსებობს ორი გლობალური დაპირისპირება, რომელსაც „ნავთობის ომი“ (Bugriy,
2022) და „სურსათის ომი“ დაერქვა (Frum, 2022).
შესაბამისად, „უკეთესი გლობალიზაციის“ ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი
გლობალიზაციის პრინციპების ცალკეული ქვეყნების, რეგიონებისა და მთელი
მსოფლიოს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან კომბინაციაა. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ჩემი აზრით, „უკეთესი გლობალიზაცია“ არის გლობალიზაცია ეკონომიკური
უსაფრთხოებით, რომელიც ჩაანაცვლებს კონფრონტაციულ გლობალიზაციას და
რომლის შესწავლა დამოუკიდებელ საგანს უნდა წარმოადგენდეს.

გამოყენებული ლიტერატურის სია


Blair, T., and Kalibata, A., 2020. “Building Food Security During the Pandemic.” Project
Syndicate, May 7, <https://www.project-syndicate.org/commentary/four-ways-to-boost-food-
security-during-covid19-pandemic-by-tony-blair-and-agnes-kalibata-2020-
05?utm_source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm_campaign=2ad6876daf-

sunday_newsletter_10_05_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-
2ad6876daf-93567601&mc_cid=2ad6876daf&mc_eid=e9fb6cbcc0>.
Bugriy, M., 2022. “The Oil War: Facing EU Embargo, Russia Targeted Ukraine’s Supplies.”
Eurasia Review, May 20, <https://www.eurasiareview.com/20052022-the-oil-war-facing-eu-
embargo-russia-targeted-ukraines-supplies-analysis/>.
Derviş, K., and Strauss, S., 2020. “What COVID-19 Means for International Cooperation.
Project Syndicate, March 6, <https://www.project-syndicate.org/commentary/global-
cooperation-can-prevent-next-pandemic-by-kemal-dervis-and-sebasti-n-strauss-2020-03>.
El-Erian, M.A., 2020. “Navigating Deglobalization.” Project Syndicate, May 11,
<https://www.project-syndicate.org/commentary/covid19-deglobalization-two-priorities-by-
mohamed-a-el-erian-2020-
05?utm_source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm_campaign=3ce69c95d3-
sunday_newsletter_17_05_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-
3ce69c95d3-93567601&mc_cid=3ce69c95d3&mc_eid=e9fb6cbcc0>.
Frum, D., 2022. “The Food War.” The Atlantic, March 8,
<https://www.theatlantic.com/ideas/archive/2022/03/rising-food-prices-ukraine-russia-
war/626967/>.
Fung, V.K., 2020. “The Trade Cure for the Global Economy.” Project Syndicate, April 22,
<https://www.project-syndicate.org/commentary/covid19-crisis-revive-multilateralism-open-
trade-by-victor-k-fung-2020-
04?utm_source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm_campaign=871db40e9f-
sunday_newsletter_26_04_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-
871db40e9f-93567601&mc_cid=871db40e9f&mc_eid=e9fb6cbcc0>.
Kołodko, G.W., 2022. “The Irreversibility of Globalization.” Project Syndicate, September 5,
<https://www.project-syndicate.org/commentary/globalization-and-multilateral-cooperation-
not-ending-by-grzegorz-w-kolodko-2022-09>.
Mazzucato, M., and Torreele, E., 2020. “How to Develop a COVID-19 Vaccine for All.”
Project Syndicate, April 27, <https://www.project-syndicate.org/commentary/universal-free-

covid19-vaccine-by-mariana-mazzucato-and-els-torreele-2020-
04?utm_source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm_campaign=64d8372856-
sunday_newsletter_03_05_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-
64d8372856-93567601&mc_cid=64d8372856&mc_eid=e9fb6cbcc0>.
Papava, V., 2021. “On Pseudo De-Globalization, Silk Road of Global Value Chains and
Role of Georgia.” Eurasia Review, October 18, <https://www.eurasiareview.com/18102021-
on-pseudo-de-globalization-silk-road-of-global-value-chains-and-role-of-georgia-oped/>.
Papava, V., 2022. “Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to
Confrontational Globalization.” Eurasia Review, May 23,
<https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-
turbulent-to-confrontational-globalization-oped/>.
Pisani-Ferry, J., 2021. “The End of Globalization as We Know It.” Project Syndicate, June
28, <https://www.project-syndicate.org/commentary/future-of-globalization-national-
priorities-international-threats-by-jean-pisani-ferry-2021-06>.
Rodrik, D., 2021. “The G7 Tax Clampdown and the End of Hyper-Globalization.” Project
Syndicate, June 7, <https://www.project-syndicate.org/commentary/g7-corporate-tax-
agreement-end-of-hyper-globalization-by-dani-rodrik-2021-06>.
Rodrik, D., 2022. “A Better Globalization Might Rise from Hyper-Globalization’s Ashes.”
Project Syndicate, May 9, <https://www.project-syndicate.org/commentary/after-
hyperglobalization-national-interests-open-economy-by-dani-rodrik-2022-05>.
Stiglitz, J.E., 2022. “Getting Deglobalization Right.” Project Syndicate, May 31,
<https://www.project-syndicate.org/commentary/deglobalization-and-its-discontents-by-
joseph-e-stiglitz-2022-05>.
UN, 2021. “Enhancing Energy Security in the Context of the Coronavirus Disease
Pandemic for a Greener, More Resilient and Inclusive Energy Future in the Region.” UN
Economic and Social Council, February 1,
< https://www.unescap.org/sites/default/d8files/event-documents/ESCAP_77_17_E.pdf >.

სტატია თარგმნილია ინგლისურიდან. ორიგინალია: Papava, V., 2022. “Moving from
Hyper-Globalization.” Eurasia Review, October 28,
<https://www.eurasiareview.com/28102022-moving-from-hyper-globalization-
oped/?fbclid=IwAR2pYf4-drq_z0j5oF9mad6BO8SrjxvsRUbd7ebBjdtt6Fp14jYVZiVITq0>.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…