11 თვეში ე.წ. “შუა დერეფნით”  3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა

11 თვეში ე.წ. “შუა დერეფნით” 3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა

11 თვეში 3.097 მლნ ტონა ტვირთის და 50.5 კონტეინერის გადაზიდვა მოხდა – მონაცემებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია აქვეყნებს. ტვირთბრუნვა 2023 წლის ჯამურ მაჩვენებელზე უკვე 12%-ით მეტია. გატარებული კონტეინერების რაოდენობა კი, გასული წლის 12 თვის მაჩვენებელზე 2.4-ჯერ მეტია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნოემბერში ამ მარშრუტზე დაახლოებით 3 700 კონტეინერის გატარება მოხდა. ამასთან, დერეფანში წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში თბილისში ასოციაციის წევრთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც 2025 წლისთვის მარშრუტით ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფები დაამტკიცეს.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…