2014 წლიდან დღემდე სადაზღვევო სექტორში ოთხი დარღვევა გამოვავლინეთ – ლექვინაძე

2014 წლიდან დღემდე სადაზღვევო სექტორში ოთხი დარღვევა გამოვავლინეთ – ლექვინაძე

2014 წლიდან დღემდე სადაზღვევო სექტორში სულ 6 მოკვლევა განხორციელდა – დადგენილია 4 დარღვევა, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. ის დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

“დაზღვევა ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართლაც, ხელშესახებია ის პროგრესი, რასაც ინდუსტრიამ ბოლო წლებში მიაღწია. ვფიქრობ, ეს ამ სექტორში ჩართული ყველა ადამიანის დამსახურებაა. მინდა, ყველას მოგილოცოთ დაზღვევის დღე და გისურვოთ წარმატებები. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საქმეების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.

სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო სექტორში სულ 6 მოკვლევა განახორციელა, აქედან 4 მათგანში დარღვევა დადგინდა. თემები ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების, სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო შემთხვევებს. მოკვლევების ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები – შაბათ დღეს ოჯახის ექიმის მომსახურებასთან დაკავშირებით, შემსყიდველი ორგანიზაციებთან მიმართებაში საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული იქნა რეკომენდაცია საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, დასრულდა ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, ხოლო მიმდინარე რეჟიმშია საბაკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი.

„ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში ჩვენი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს კონკურენციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთობლივად ვმონაწილეობთ და ვაორგანიზებთ საკონფერენციო პლატფორმებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტატუსით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის,’’ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დაზღვევის დღე ჩატარდა სლოგანით – „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორის და ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…