2023 წელს თაფლის ექსპორტი 57.3%-ით შემცირდა – სად გავყიდეთ პროდუქტი?

2023 წელს თაფლის ექსპორტი 57.3%-ით შემცირდა – სად გავყიდეთ პროდუქტი?

2023 წელს საქართველომ თაფლის ექსპორტით 762 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. უფრო კონკრეტულად გასული თვის 12 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე 110.4 ტონა თაფლი გაიტანა. მაშინ როდესაც 2022 წელს ექსპორტზე 1.1 მლნ აშშ დოლარის 258.1 ტონა თაფლი გავიდა.

მოცულობაში ექსპორტი 57.3%-ით, ღირებულებით კი 35.1%-ით შემცირდა.

საექსპორტო ქვეყნების ათეული კი, ასეთია:

  1. საფრანგეთი – 235 ათასი აშშ დოლარის 41.4 ტონა;
  2. ჩეხეთი – 126.1 ათასი აშშ დოლარის 6.02 ტონა;
  3. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 87.7 ათასი აშშ დოლარის 9.5 ტონა;
  4. ბულგარეთი – 69.9 ათასი აშშ დოლარის 21.9 ტონა;
  5. ერაყი – 59.6 ათასი აშშ დოლარის 13.2 ტონა;
  6. ლიბანი – 51.4 ათასი აშშ დოლარის 3.7 ტონა;
  7. კანადა – 34.02 ათასი აშშ დოლარის 4.5 ტონა;
  8. აშშ – 19.4 ათასი აშშ დოლარის 2.5 ტონა;
  9. გერმანია – 16.7 ათასი აშშ დოლარის 3.2 ტონა;
  10. იაპონია – 16.08 ათასი აშშ დოლარის 1 ტონა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…