2023 წლის პირველ ნახევარში სებ-მა რეკორდული $1 მილიარდის რეზერვები შეიძინა

2023 წლის პირველ ნახევარში სებ-მა რეკორდული $1 მილიარდის რეზერვები შეიძინა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $137.6 მილიონი შეისყიდა. მთლიანად წლის პირველ 6 თვეში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 1.06 მილიარდი დოლარი იყო.

ყველაზე დიდი – $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა, ხოლო მაისში გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო, რის გამოც სებ-ს საპირისიპირო მიმართულებით მოუწია თანხების გაყიდვა და 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 17 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, წმინდა შესყიდვებმა ამ პერიოდში 1.06 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის წინა შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, დოლარის შესყიდვები ხორციელდებოდა იმიტომ რომ საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის დონის ქვედა ზღვარზე იყო.

“სავალუტო ფონდის მეტრიკაა, რომელსაც ინვესტორები და სარეიტინგო სააგენტოები უყურებენ. ეს არის ინტეგრირებული მეტრიკა, რომელიც მოიცავს იმპორტის ზომას, ფულის მასას, ექსპორტს და მოკლევადიან ვალს. მათი შეჯერებით მიიღება კომპოზიტური ინდექსი, რომელიც გაცვლითი კურსის რეჟიმის ქვეყნებისთვის სასურველია რომ იყოს 100-დან 150-ის ფარგლებში. 150%-ზე ზემოთ ჩვენ აღარ ვიყიდით რეზერვებს. 2022 წლის შედეგებით ჩვენ ვიყავით 107 პროცენტზე,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.07 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 1.1 მილიარდით არის გაზრდილი.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…