ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის მაისის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $155 მილიონი შეისყიდა. მთლიანად წლის პირველ 5 თვეში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 938 მილიონი დოლარი იყო.
თუმცა, მაისის ბოლოს ლარის გაცვლითმა კურსმა მერყეობა დაიწყო, რის გამოც, სებ-ს საპირისიპირო მიმართულებით მოუწია თანხების გაყიდვა და 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 17 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, წმინდა შესყიდვებმა ამ პერიოდში 921 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის წინა შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, დოლარის შესყიდვები ხორციელდებოდა იმიტომ რომ საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის დონის ქვედა ზღვარზე იყო.
“სავალუტო ფონდის მეტრიკაა, რომელსაც ინვესტორები და სარეიტინგო სააგენტოები უყურებენ. ეს არის ინტეგრირებული მეტრიკა, რომელიც მოიცავს იმპორტის ზომას, ფულის მასას, ექსპორტს და მოკლევადიან ვალს. მათი შეჯერებით მიიღება კომპოზიტური ინდექსი, რომელიც გაცვლითი კურსის რეჟიმის ქვეყნებისთვის სასურველია რომ იყოს 100-დან 150-ის ფარგლებში. 150%-ზე ზემოთ ჩვენ აღარ ვიყიდით რეზერვებს. 2022 წლის შედეგებით ჩვენ ვიყავით 107 პროცენტზე,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.
რამაზ აბესაძე, პროფესორი მოსახლეობის კეთილდღეობის შეფასების სხვადასხვა მიდგომას ეკონომისტები დიდი ხანია იყენებენ. ყველაზე გავრცელებულია ეკონომიკური შეფასება მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით, მათ…
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო…
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.…