Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, მაშინ როცა 2023 წელს ტურიზმის შემოსავლებმა 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
„ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, და ამ ბაზრებზე პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდის გეგმები, გვაძლევს საშუალებას, 2024 წლისთვის ტურიზმის შემოსავლების მდგრად ზრდას ველოდოთ“, – წერია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში.
ცნობისთვის, II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ 91 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 24%-ია.
„ზრდაზე დადებითად აისახა ახლო აღმოსავლეთის ბაზრები, განსაკუთრებით ისრაელის, საუდის არაბეთისა და ირანის, ასევე აზიის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ბაზრები. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთმა ტრადიციულმა ბაზრებმა, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირი და სომხეთი, უარყოფითი წვლილი შეიტანეს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში“, – აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
შეგახსენებთ, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მილიონი აშშ დოლარისშემოსავალი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მეტი – 171.2 მილიონი დოლარი რუსეთიდან.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…