6 თვეში ტურისტული ვიზიტები 7%-ით 2.3 მლნ-მდე გაიზარდა – ტურიზმის ადმინისტრაცია

6 თვეში ტურისტული ვიზიტები 7%-ით 2.3 მლნ-მდე გაიზარდა – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 7%-ით 1 838 913-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იანვარ-ივნისის მონაცემებით, ასეთი ჯამში 2.3 მილიონი ვიზიტი იყო. კერძოდ, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 270 363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობითვე, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში, 3 153 741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა 4.4%-ია. ტურიზმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ 2025 წლის ორი კვარტალის დეტალურ სტატისტიკა დღესვე გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…