GITA – ს მხარდაჭერით GLOBALIZE – ის პირველი ევროპული კონფერენცია  პარიზში ჩატარდა

GITA – ს მხარდაჭერით GLOBALIZE – ის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში ჩატარდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით,
Globalize‐მა პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც თავი მოუყარა
ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებსა და ქართული სტარტაპებით
დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს. კონფერენციის მიზანია, ქართული
საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე გატანა და
ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა, ასევე, გამოცდილების გაზიარება
იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებას გეგმავენ.
GITA – ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე
საზოგადოებას, ისაუბრა ქართული დიასპორების ჩართულობის
მნიშვნელობაზე ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. აღნიშნული
ღონისძიება ქართული სტარტაპებისთვის უნიკალური პლატფორმაა
გლობალური ბაზრების ათვისების კუთხით. კონფერენციამ მოიცვა პანელური
დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია,
სტარტაპებისთვის early‐stage ინვესტიციების, აქსელერაციის, „სქეილინგისა“ და
სწრაფი ზრდის შესაძლებლობები, ევროგაერთიანებაში ექსპორტირების
სამართლებრივი ჩარჩოები, პროდუქტის შეფუთვის ნორმები ევროპასა და
მსოფლიოში, გართობის ინდუსტრიის ადაპტაცია დროსთან, კრიპტო
ვალუტების პოპულარობა მარეგულირებელთა რისკების წინააღმდეგ და სხვა.
პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება
გაუზიარეს ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის
მონაწილეებს. ღონისძიების მეორე ნაწილში კი 12 ქართული სტარტაპი
საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე წარსდგა,
რასაც წინ უძღოდა ,,ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფი“, რომელსაც
ორი უმაღლესი კლასის სპეციალისტი უძღვებოდა: ალბერტ სზულმანი ‐
სერიული ანტრეპრენერი, Scale up Booster აქსელერატორის
თანადამფუძნებელი, მენტორი და ივს ლოსტანლენი ‐ გლობალური
ანტრეპრენერი და ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილებით მენეჯმენტის,
ლიდერშიფისა და ბიზნესის ზრდის მიმართულებით.

Globalize-მა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო. აპრილში დიდი
წარმატებით შედგა პირველი საერთაშირისო კონფერენცია სილიკონის ველიზე,
რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს, როგორც
გამოცდილების გაზიარებისთვის, ისე საინვესტიციო შესაძლებლობების
განხილვისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე საერთაშორისო მასშტაბის
კონფერენციების სერია გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება. კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

“მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ მიზნით…
იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა –  Galt & Taggart

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა – Galt…

2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ასეთია Galt & Taggart-ის შეფასება,…