ევროპის, კავკასიისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნის TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმა სამდივნომ, პარტნიორებთან ერთად შუა აზიის ქვეყნების, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუკეთესო სავაჭრო მარშრუტების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი TRACECA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, სატრანზიტო პროცესში დაგვიანებების შემცირებისა და პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზების, ასევე ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის საკითხები განიხილეს.
TRACECA-ს მთავრობათშორისი კომისიის მდივანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარება, დერეფნის დიგიტალიზაცია და საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდაა.
„მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებისთვის ეფექტიანია როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში პირდაპირი საინვესტიციო ღონისძიებები, ისე ყოვლისმომცველი ღონისძიებები, რომლებიც ტრანსპორტის ღირებულების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეა მიმართული. TRACECA-ს ფარგლებში ჩვენ მულტიმოდალური ტრანსპორტის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის საკითხებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ორგანიზაციის სამდივნო რეგიონში კიდევ უფრო დიდი და ეფექტიანი კავშირის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“, – აღნიშნა ასავბაევმა.
პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ღონისძიების შედეგების შესაბამისად, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა მოსალოდნელი, რომელიც შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისგან მიღებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს მოიცავს. ეს ინფორმაცია ყველა სახის ტრანსპორტის, ასევე მთავრობების პოზიციას და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 27-28 ივლისს თბილისში (საქართველო)ტრანსკასპიური სავაჭრო გზის მულტიმოდალური ტრანსპორტირების მონაწილეებს შორის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და მისი გამოყენებისა და გაფართოების შესაბამისი მულტიმოდალური სცენარების გამოვლენის მიზნით ღონისძიება ჩატარდა.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…