ქიმიის ფესტივალი თსუ-ში

ქიმიის ფესტივალი თსუ-ში

  • თსუ
  • ნოემბერი 8, 2022
  • 147

ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოების ქართულმა სტუდენტურმა წარმომადგენლობამ
(ACS GSC) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –
საქართველოსთან თანამშრომლობით ქიმიის ფესტივალი გამართა.
 
ღონისძიების ფარგლებში, პროფესორმა გიორგი ჯიბუტმა წაიკითხა საჯარო ლექცია
ატმოსფეროზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ACS GSC-ის ისტორიასა და თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის შესახებ.
ფესტივალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან,
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქვეყნის წამყვანი სასწავლო და
კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური და
უახლესი ინსტრუმენტებით; გაემეორებინათ ACS GSC-ის მიერ
ჩატარებული მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და შესაბამისად, მიეღოთ პრაქტიკული
გამოცდილებაც. ფესტივალის დასკვნით ნაწილში გუნდებს შორის გაიმართა
შეჯიბრი ქიმიის სხვადასხვა ასპექტში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქიმიისა და
მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…