წიგნის ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი – რისმაგ გორდეზიანი 80“ პრეზენტაცია

წიგნის ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი – რისმაგ გორდეზიანი 80“ პრეზენტაცია

9 ივნისს, 16:00 საათზე თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრისა და თსუ-ის
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი
ღონისძიება – წიგნის ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი – რისმაგ გორდეზიანი 80“ პრეზენტაცია
გაიმართება, რომელიც ეძღვნება თსუ-ის ემერიტუს პროფესორის, აკადემიკოსის, ღვაწლმოსილი
მეცნიერის რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღეს. 
 
წიგნი  ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი – რისმაგ გორდეზიანი 80“ მომზადებულია თსუ
პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ პროექტ ,,პუბლიცისტური
ნარკვევების“ ფარგლებში (ავტორი: ნინო კაკულია – ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ
,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი).
 
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა 95 წლის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“
საიუბილეო ღონისძიებას. გაიმართება ფილმის – ,,9 ძველი და 5 ახალი ამბავი გაზეთ ,,თბილისის
უნივერსიტეტის” ისტორიიდან“  – ჩვენება.
 
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს პარლამენტიდან
მოწვეული სტუმრები, თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და
ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, თსუ-ის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სხვადასხვა ტელეკომპანიისა და პრესის
ჟურნალისტები, თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და რისმაგ გორდეზიანის ოჯახის
წევრები.

მისამართიი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…