აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბიბისი“წერს.
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის 10 -დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს, ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე დაიწყება. განცხადებაში შეთანხმება აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი „ომში არ არიან“ და მზად არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
ასევე აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა, შესაძლოა, გაგრძელდეს თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს კვლავ აქვს უფლება, „თავდაცვის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს ნებისმიერ დროს“.
„შეთანხმების დაწყებისთანავე, ლიბანის მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს კონტროლი შეიარაღებულ ჯგუფებზე, მათ შორის „ჰეზბოლაზე““, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ისრაელმა და ლიბანმა მოითხოვეს, რომ აშშ-მა „გააგრძელოს პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ყველა დარჩენილი საკითხის გადაჭრის მიზნით“.
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში…