4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს, ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსუა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

„სამიტზე ლიდერები ბოლო დროს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს განიხილავენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების სფეროებში. ისინი ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გაძლიერებისთვის ერთობლივ ძალისხმევას. დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონულ და გლობალურ მოვლენებს, მათ შორის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

სამიტის ერთ-ერთი საკვანძო შედეგი „ევროკავშირი-სომხეთის დაკავშირებადობის პარტნიორობის“ დაწყება იქნება, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში თანამშრომლობას, ასევე ხალხთაშორის კონტაქტებს, შესაბამისი მაღალი დონის დიალოგებით დაკავშირებადობასა და ტრანსპორტზე. ამასთან ერთად, იქნება ინიციატივები სომხეთში კერძო ინვესტიციების მობილიზაციისთვის.

მხარეები ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის „სომხეთში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის“ ჩამოყალიბებით.

სამიტის დასასრულს ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა EU-ის საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი მიიღო – რას ნიშნავს ეს?

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა EU-ის საერთო ინტერესის პროექტის…

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა ევროკავშირისგან PCI/PMI-ს (საერთო ინტერესის პროექტი) სტატუსი მიიღო, რაც პროექტს მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს, მათ შორის დაფინანსების ნაწილში. BMG-ის…
EU-მ კომპანიებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესები განსაზღვრა

EU-მ კომპანიებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესები განსაზღვრა

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესი განსაზღვრა ისე, რომ ამ ქვეყნებმა EU-ს მიერ დაწესებული სანქციები დაიცვან. საუბარია რუსეთის მიერ…