საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, ზრდა ძირითადად თბილისსა და ბათუმს შეეხება, ხოლო შემცირება ყველაზე მკვეთრია იმერეთის რეგიონში.
უფრო დეტალურად – თბილისის მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 33.7 ათასით გაიზარდა და მან 1.37 მილიონს მიაღწია, ბათუმში კი მატება 9,500 იყო, შედეგად ქალაქის მოსახლეობამ 246,300-ს მიაღწია. იმერეთში კი მოსახლეობა 16,100-ით შემცირდა 492,500-მდე. ასევე მოსახლეობამ იკლო კახეთში; მცხეთა-მთიანეთში; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში; ქვემო ქართლში; შიდა ქართლსა და გურიაში.
რეგიონებში მოსახლეობის კლების ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, თუკი ბოლო 10-წლიან ტენდენციას შევხედავთ – იმერეთის მოსახლეობა ამ პერიოდში 21,900-ით შემცირდა; კახეთის 15,900-ით; სამეგრელო-ზემო სვანეთის 26,400-ით, შიდა ქართლის კი 12,000-ით. ამასთან, 10-წლიან ჭრილში აჭარის მოსახლეობა 70,200-ით გაიზარდა, თბილისის კი 223,900-ით.
საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…
2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.საქართველოს სტატისტიკის…