ლარსზე ბოლო 5 დღეში შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა – გომელაური

ლარსზე ბოლო 5 დღეში შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა – გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთიდან საზღვრის კვეთის მაჩვენებელი 40-45%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრმა უარყო ინფორმაცია ქვეყანაში რუსეთის 250 000 მოქალაქის შემოსვლის შესახებ და თუმცა თქვა, რომ საზღვარზე გაზრდილი ნაკადის გამო, გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საპოლიციო ძალები გადაიყვანეს.

„საქართველოში 250 000 რუსეთის მოქალაქის შემოსვლა არასწორი ინფორმაციაა, ტყუილი, საიდან მოდის ეს სტატისტიკა მე არ ვიცი. 4-5 დღის წინ 5-6 ათას ადამიანამდე იყო შემომსვლელი და ახლა 10 ათასამდე გაიზარდა, ანუ სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არა 250 000 და 2 მლნ, რაც არასწორი ინფორმაციაა.

გუშინ წინ 11 200 ადამიანი იყო, ხოლო გუშინ ღამე 10 000-მდე ადამიანი იყო. გასვლით შემომსვლელთა დაახლოებით 60% გადის. ზაფხულში – აგვისტოში იყვნენ ტურისტები.

მობილიზაციის გამოცხადებამდე დღიურად 5 500 ადამიანი შემოდიოდა, დღეს 5 დღის შემდეგ ეს რიცხვი 11 000-მდე გაიზარდა, ხვალ და ზეგ ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება ავიარეისებით შემომსვლელთა რიცხვს, საჰაერო გზით საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი შემოდის“, – განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე – რა კეთდება საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მინისტრმა უპასუხა: „საზღვარზე დამატებითი პოლიციური ძალები, მაგრამ არა ათასობით, გადავიყვანეთ, რომ გამშვებ პუნქტზე საჭიროების შემთხვევაში მიეხმარონ დაკავება, გაყვანა-გაბრუნებაში“.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…