22 აპრილის 10:00 საათიდან, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
“საავტომობილო გადაადგილების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდება საზოგადოებას და ადგილზე განთავსდება დროებითი საგზაო ნიშნები.
ავტოტრანსპორტი მცხეთაში თბილისის მხრიდან შემოვა და ნარეკვავზე არსებულ სუპერმარკეტ ,,მაგნიტამდე” იმოძრავებს, ხოლო მცხეთიდან გასვლა დაუბრკოლებლად შეეძლება.
შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მცხეთის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიის მიმდებარედ გადმოინაცვლებს.
საგზაო სამუშაოებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექსი გრუპი” განახორციელებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.