პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ განაცხადა, ცვლილების შედეგად, ყველანაირი ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოება და იძულებითი აღსრულების პროცესები შეწყდება.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა…
რა იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში

რა იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის ავტორი განათლების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. როგორც დოკუმენტში წერია, კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი…