პარიზის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, გადამწყვეტ ბრძოლამდე ანტონიო ტორნალი (დომინიკა), გაბრიელე სული (იტალია), დანიარ შამშაიევი (ყაზახეთი) და ჰეონ ჩეინ კანგი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ფინალში კი დანიელ კარნინს (ბრაზილია) იპონით სძლია, რომელთანაც ადრე ორჯერ დამარცხდა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…