საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთმა შემადგენლობა დაასახელა

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ივნისში გასამართ “ერთა ლიგის” მატჩებში იასპარეზებენ, მათ შორის, 2-ჯერ ქართველებთან – 5-ში საკუთარ მოედანზე, 12 ივნისს კი – საქართველოში.

მეკარეები – ნიკოლაი მიხაილოვი (ლევსკი ბულგარეთი), სვეტოსლავ ვუცოვი (სლავია, ბულგარეთი), ივან დიულგეროვი (ჩერნო მორე, ბულგარეთი)

მცველები –  ანდრეა ხრისტოვი (კოზენცა, იტალია), პეტკო ხრისტოვი (სპეცია, იტალია), ბოჟიდარ ჩორბაჟისკი (სტალი, პოლონეთი), ედისონ იორდანოვი (ვესტერლო, ბელგია), პლამენ გალაბოვი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ივან ტურიცოვი (ცსკა სოფია,

 

ბულგარეთი), ვიქტორ პოპოვი (ჩერნო მორე, ბულგარეთი)

ნახევარმცველები –  გიორგი კოსტადინოვი (არსენალი, რუსეთი), კრისტიან მალინოვი (ლეუვენი, ბელგია),  გეორგი მილანოვი (ლევსკი, ბულგარეთი), ტოდორ ნედელევი (ბოტევი, ბულგარეთი), ივაილო ჩოჩევი (ცსკა სოფია, ბულგარეთი), დომინიკ იანკოვი (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ფილიპ კრასტევი (ლევსკი, ბულგარეთი), ადრიან კრაევი (ლევსკი, ბულგარეთი)

თავდამსხმელები –  მარტინ მინჩევი (სპატა, ჩეხეთი), ათანას ილიევი (ასკოლი, იტალია), გეორგი მინჩევი (რიგა, ლატვია), კირილ დესპოტოვი (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), გეორგი იომოვი (ცსკა სოფია, ბულგარეთი), რადოსლავ კირილოვი (სლავია, ბულგარეთი).

როგორც ხედავთ, შემადგენლობის ძირითადი ნაწილი საკუთარ ჩემპიონატში გამოდის.

ბულგარელები საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა, რომელთანაც ბოლოს გასული წლის სექტემბერში, ამხანაგურ მატჩში (1:4) დავმარცხდით.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…