2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან ზრდას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 34%-იან ზრდას აჩვენებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, მიმდინარე წლის სამ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 913 937 მგზავრს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 713 501 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკას, 2024 წლის იანვარ-მარტში აეროპორტმა 103 194 მგზავრი მიიღო, ხოლო 2023 წლის იანვარ-მარტში 77 077 მგზავრი გაატარა.
მარტის თვის სტატისტიკით კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ითაა გაზრდილი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი მგზავრთნაკადის 41%-იანი მატებაა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…