კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებული ინფორმაციით, 16 სექტემბრის მდგომარეობით 7 000-მდე მევენახემ ყურძნის ჩაბარებით 95.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდისთვის კი კახეთში ჯამში 76 804 ტონა ყურძენია გადამუშავებული.
სააგენტოში განმარტავენ, რომ კერძო ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტები რთველში ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. სხვადასხვა მოცულობის ყურძენი150-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა.
„ყოველდღიურად 70-80, მათ შორის უმეტესობა კერძო მარანი იბარებს ყურძენს და კერძო კომპანიები თეთრ ყურძენში 95 თეთრს და მეტს იხდიან“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
“თბილღვინოს” მთავარი მეღვინე კი აღნიშნავს, რომ კომპანია ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, ფასის მომატებისთვის მზად არის.
„ამ ეტაპზე კერძო მევენახეებიდან რქაწითელის ყურძენს ვიღებთ. მაღალხარისხიან კონდიციურ ყურძენში 95 თეთრს ვიხდით. სულ 3000 ტონა ყურძნის შესყიდვას ვაპირებთ. ხარისხიანი ყურძნის შერჩევას ვცდილობთ და თუ ბაზარზე მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზე გაიზარდა, არ გამოვრიცხავ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი გავზარდოთ“, – აღნიშნა „თბილღვინოს“ მთავარი მეღვინე გია გაგნიძემ.
ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…