ნოემბერში, თბილისში ბინების ფასი ყველაზე მეტად ნაძალადევში გაიზარდა – TBC Capital

ნოემბერში, თბილისში ბინების ფასი ყველაზე მეტად ნაძალადევში გაიზარდა – TBC Capital

TBC Capital-ი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვას აქვეყნებს. კვლევის თანახმად ნოემბერში თბილისში 3 627 ბინა გაიყიდა, 2%-ით მეტი, ვიდრე 2024 წლის ნოემბერში.

მათგან 15% ახალი ბინა იყო, 85% კი – ძველი.

ნოემბრის თვეში თბილისში ყველაზე მეტი – 949 ბინა – დიდ დიღომში გაიყიდა, სადაც მ²-ზე საშუალო გასაყიდი ფასი $1 118-ს შეადგენდა. 4%-ით უფრო ნაკლებს, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ თვეს. მიუხედავად ამისა, 2025 წლის მე-11 თვეს უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებლები ყველაზე მკვეთრად, 45%-ით, სამგორში გაიზარდა, სადაც 456 ბინა გაიყიდა. გასაყიდი საშუალო ფასი მ²-ზე $1 163 იყო.

დიდი დიღმის შემდეგ, ყველაზე მეტი, 548 ბინა საბურთალოზე გაიყიდა. სამეულს კი სამგორი ხურავს. ამასთან, ყველაზე ნაკლები, 49 ბინა, მთაწმინდის რაიონში გაიყიდა, სადაც გაყიდვების მაჩვენებლები წლიურად 16%-ით შემცირდა. ყველაზე მკვეთრი კლება – 31% – ჩუღურეთში დაფიქსირდა, სადაც ნოემბერში 79 ბინა გაიყიდა.

რაც შეეხება ფასებს, ნოემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა თბილისში მ²-ზე $1 341 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იანი ზრდაა. უბნების მიხედვით, ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკეში და საბურთალოზე ღირდა. ყველაზე იაფი – სამგორში, გლდანსა და დიდ დიღომში.

ამასთან, წლიურად ბინები ყველაზე მეტად, 11%-ით, ნაძალადევში გაძვირდა. 9%-ით გაიაფდა ბინის ფასი ვაკეში.

მსგავსი სიახლეები

ფაქტორები რომლებიც წელს ლარის კურსის სტაბილურობას განაპირობებენ – TBC Capital

ფაქტორები რომლებიც წელს ლარის კურსის სტაბილურობას განაპირობებენ – TBC…

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკურ განახლებაში საუბარია იმ ფაქტორების შესახებ რომლებიც მიმდინარე წელს ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას განაპირობებენ. როგორც მიმოხილვაში არის აღნიშნული ერთდროულად…
ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა – TBC Capital

ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა – TBC Capital

TBC Capital-ის მიერ გამოწყევნებული მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1347 დოლარამდე გაიზარდა. TBC Capital-ის მიმოხილვაში წერია,…