10 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾2.7 მილიარდის მოგება მიიღეს – რეიტინგი

10 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾2.7 მილიარდის მოგება მიიღეს – რეიტინგი

2025 წლის 10 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს – ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 100.5 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.

ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ “საქართველოს ბანკია”, რაც 2025 წლის 10 თვეში 1.34 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს “თიბისი ბანკი” იკავებს 1.01 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად “ლიბერთი ბანკია” 105 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.

რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი – 47.6 მილიონი ლარის ზარალი აქვს “ვითიბი ბანკს”, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს.

კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებლები 2025 წლის 10 თვეში

ბანკიმოგება 2025 წლის 10 თვეში – მლნ ლარიზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
საქართველოს ბანკი1346 მილიონი;6%
თი–ბი–სი ბანკი1011 მილიონი;3%
ლიბერთი ბანკი105 მილიონი;11%
ბაზის ბანკი88 მილიონი;36%
კრედო ბანკი74 მილიონი;44%
ქართუ ბანკი36 მილიონი;-17%
პროკრედიტ ბანკი25 მილიონი;-11%
ტერა ბანკი25 მილიონი;-6%
ხალიკ ბანკი16 მილიონი;0%
მიკრობანკი კრისტალი14 მილიონი;ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს
იშ ბანკ12 მილიონი;-6%
მიკრობანკი ემბისი6 მილიონი;ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს
ზირაათ ბანკი5.7 მილიონი;15%
პაშაბანკი1.6 მილიონი;-79%
პეივბანკი1.0 მილიონი;გასულ წელს ბანკი 0.7 მლნ ლარის ზარალზე იყო
პეისერა-1.2 მილიონი;გასულ წელს ბანკი 1 მლნ ლარის ზარალზე იყო
ჰეშბანკი-9.1 მილიონი;გასულ წელს ბანკი 3.7 მლნ ლარის ზარალზე იყო
სილქ ბანკი-19.7 მილიონი;გასულ წელს ბანკი 9.9 მლნ ლარის ზარალზე იყო
ვი–თი–ბი ბანკი-47.6 მილიონი.გასულ წელს ბანკი 2.3 მლნ ლარის მოგებაზე იყო

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები