ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით მიენიჭა. კერძოდ, ComCom-ის მიერ, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, „სელფი მობაილი“ ერთი კომბინირებული და სამი ცალკე მდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა.

“აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოპერატორმა დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა.

აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, „სელფი მობაილს“ გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც აუქციონის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა”, – ნათქვამია კომკომის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

მსგავსი სიახლეები

დაცული ტერიტორიების სააგენტო 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას გეგმავს

დაცული ტერიტორიების სააგენტო 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას გეგმავს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, სააგენტო 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას გეგმავს, სადაც სამომავლოდ მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მისივე…
აუდიტმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა –  რა წერია?

აუდიტმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“…

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში გაგრძელებული დადებითი ეკონომიკური…
საქართველოს თხილის ექსპორტი 62%-ით გაიზარდა – რომელ ქვეყნებში ვყიდით

საქართველოს თხილის ექსპორტი 62%-ით გაიზარდა – რომელ ქვეყნებში ვყიდით

საქსტატის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში სულ 146 მილიონი დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით…