ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე მეცნიერების პოპულარიზების მიზნით ახალი სამეცნიერო პლატფორმა შეიქმნა

ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე მეცნიერების პოპულარიზების მიზნით ახალი სამეცნიერო პლატფორმა შეიქმნა

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მა­თი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის ხილ­ვა­დო­ბის გაზ­რდას ემ­სა­ხუ­რე­ბა ახ­ალი სა­მეც­ნი­ერო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ერ­ას­მუს +ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის HERD სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა.

პორ­ტა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­ად­ემი­ური და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მი­ან­ობ­ის, ად­ამი­ან­ური რე­სურ­სე­ბის და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გააერთიანებს. პრო­ექ­ტს, რო­მელ­შიც
12
ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია ჩარ­თუ­ლი, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი უძ­ღვე­ბა. პლატ­ფორ­მა და­ეხ­მა­რე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს გრან­ტე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტში, კვლე­ვის შე­დე­გე­ბის დი­სე­მი­ნა­ცი­ის თვლა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის (პუბ­ლი­კა­ცი­ები, პა­ტენ­ტე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ები და ..) და­მუ­შა­ვე­ბა­ში.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი და პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ები ეს­წრე­ბოდ­ნენ.

თსუის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის იქ­მნე­ბა ერ­თი­ანი ბა­ზა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მა­თი ხილ­ვა­დო­ბის გაზ­რდას, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. სა­მეც­ნი­ერო პორ­ტა­ლი ხელს შე­უწყობს ჩვე­ნი უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ისა და კვლე­ვის ეკ­ოს­ის­ტე­მის სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­ასა და თავ­სე­ბა­დო­ბას ევ­რო­პულ სის­ტე­მას­თან, რი­თაც ჩვე­ნი მეც­ნი­ერ­ები მო­იზ­იდ­ავ­ენ და­ფი­ნან­სე­ბას ევ­რო­პუ­ლი წყა­რო­ებ­იდ­ან და ჩა­ერ­თვე­ბი­ან სხვა­დას­ხვა საგ­რან­ტო პრო­ექ­ტში. ამ­ას­თა­ნა­ვე, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იღ­ება პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ემ­ყა­რე­ბა ვა­ლი­დურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

 

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, კვლე­ვი­თი პლატ­ფორ­მა ხელს შე­უწყობს კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის და­გეგ­მვას, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას და შე­ფა­სე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს ღიაობა და მეც­ნი­ერ­ებ­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა კი­დევ უფ­რო ხილ­ვადს გახ­დის ჩვენს მეც­ნი­ერ­ებს, რო­გორც უცხო­ელი პარ­ტნი­ორ­ებ­ის­თვის, ისე ერ­ოვ­ნულ.

დო­ნე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ეთ იქ­ნე­ბა გა­ზი­არ­ებ­ული შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვით სივ­რცე­ში სრულ­დე­ბა, გა­ნაცხა­და ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა.

თსუის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლია სა­მი რე­გი­ონ­ული და ცხრა თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი. ას­ევე, პრო­ექ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტნი­ორ­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ დრეზ­დე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია, DTU); კლერ­მონტ აუვ­ერ­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (საფ­რან­გე­თი, UCA); კოტ და­ზუ­რის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (საფ­რან­გე­თი, UCD). პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ული არე­ალი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნი, სა­მეც­ნი­ერო პორ­ტა­ლის შექ­მნას­თან ერ­თად, მეც­ნი­ერ­ებ­ის მარ­თვა­ში ევ­რო­პელ პარ­ტნი­ორ­ებ­თან ცოდ­ნის გა­ზი­არ­ება იყო. შე­დე­გად, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მეც­ნი­ერო დე­პარ­ტა­მენ­ტებს შო­რის ახ­ალი იდე­ებ­ისა და ახ­ალი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­ის­ახა. მე­ტიც, 2019 წლი­დან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კო­ორ­დი­ნა­ცი­ითა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი ქარ­თულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში სა­მეც­ნი­ერო დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს, აღ­ნიშ­ნა ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა.

 

პრო­ექ­ტის HERD სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა პარ­ტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო (გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა EMIS); საქ­პა­ტენ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ოვ­აცი­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტო (GITA). პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არი­ან: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; თბი­ლი­სის ვა­ნო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია; კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; ტვილ­დი­ან­ის სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტი.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…