ივლისში, ავტოექსპორტის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა. 7 თვეში საქართველოში ავტომობილების იმპორტი 95.9%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ზრდა ბევრად მაღალი იყო რეექსპორტში. იანვარ-ივლისში რეექსპორტით 1.178 მლრდ დოლარის ავტომობილებია გატანილი. სულ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებში 60,475 ერთეული ავტომობილი გავიდა. ავტოექსპორტში ზრდა 217%-ია. ავტომობილების რეექსპორტზე მოდის მთლიანი ექსპორტის 32.9%.
ავტომობილების ტოპ-საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია. შუა აზიის ამ ქვეყანაში, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი უღარიბესი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა (მშპ ერთ მოსახლეზე $1,100 დოლარი) თითქმის 300 მლნ დოლარის ავტომობილებია გაყვანილი, სულ 7,410 ერთეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 40.5 ათას დოლარს აღწევს.
ბოლო თვეებში ყირგიზეთში შესამჩნევად გაიზარდა იმპორტ-ექსპორტი, რის გამოც ივლისში The Washington Post-მა დაწერა, რომ აშშ-მა ყირგიზეთს, რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარების გამო, შესაძლოა სანქციები დაუწესოს.
საქართველოში ავტომობილების ექსპორტიორები ამბობენ, რომ შუა აზიურ ქვეყნებში ზრდა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ რუსეთიდან ამ ქვეყნების მომარაგება შეწყდა, შესაბამისად, მათთვის ალტერნატივა ავტომობილების საქართველოს გავლით მიღება გახდა.
ავტომობილების რეექსპორტის ტოპ-10 ბაზარი
ყირგიზეთი – 299.9 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 18.14 მლნ
ყაზახეთი – 281.05 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 34.48 მლნ
აზერბაიჯანი – 259.06 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 159.67 მლნ
სომხეთი – 207.67 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 32.67 მლნ
რუსეთი – 65.86 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 22.29 მლნ
ტაჯიკეთი – 17.47 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 5.08 მლნ
ბელგია – 12.8 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 15.46 მლნ
უკრაინა – 9.15 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 61.96 მლნ
გაერთიანებული საამიროები – 7.33 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 6.56 მლნ
თურქეთი – 5 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 1.76 მლნ
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…