ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ეროვნული პარტიის პრეზიდენტს ანდონი ორტუზარს, პარტიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს მიკელ ბურზაკოს, ბასკეთის მთავრობის კულტურის მრჩეველს ანდონი იტურბესა და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში თსუ პირველი კორპუსის ეზოში ბასკეთის წმინდა ხე „გერნიკა“ დაირგო და თსუ მუზეუმში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე და ბასკური ენისა და კულტურის კვლევებთან დაკავშირებული თსუ აკადემიური წრის წარმომადგენლები. სტუმრებმა თსუ პირველი კორპუსის მუზეუმთან ერთად, თსუ ბიბლიოთეკა და მასში დაცული აკაკი შანიძის პირად კოლექციაში არსებული მე-19 საუკუნის ბასკური ენათმეცნიერების გამოცემები დაათვალიერეს.
„უკვე 50 წელზე მეტია, რაც თსუ-ში მიმდინარეობს ბასკური კულტურის კვლევა და თსუ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ბასკური ენა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ბასკეთის უნივერსიტეტთან, რომელიც საუკეთესოა ევროპის მასშტაბით. შეხვედრაზე განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის, დავსახეთ შესაძლო თანამშრომლობის პრესპექტივები, ერთობლივი პროექტები, მათ შორის ლიტერატურათმცოდნეობის მსოფლიო კონგრესი, რომელიც თბილისში გაიმართება. მოეწყობა სპეციალური კუთხე, სადაც ცნობილი ბასკი მწერლები რამდენიმე დღის განმავლობაში გააცნობენ თავის შემოქმედებას ფართო აუდიტორიას,“ -განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ბოლო პერიოდში სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან…
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი 2 მარცხის შემდეგ…