კერძო სექტორში დასაქმებულების 57%-ს უმაღლესი განათლება აქვს – რას ამბობს შრომის ბაზრის კვლევა

კერძო სექტორში დასაქმებულების 57%-ს უმაღლესი განათლება აქვს – რას ამბობს შრომის ბაზრის კვლევა

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის ბაზრის კვლევის თანახმად, საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებულების ნახევარზე მეტს უმაღლესი განათლება აქვს.

კვლევა, რომლის საფუძველზეც “ქართულმა ოცნებამ” უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება განსაზღვრა, აჩვენებს, რომ 908 698 დასაქმებულიდან 57% უმაღლესი, 27%-ს საშუალო, ხოლო 16%-ს პროფესიული განათლება აქვს.

“დასაქმების სტრუქტურაში შეინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირების სიჭარბე, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, განთავსების საშუალებების უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (სადაც ჩვეულებრივ, პროფესიული და ზოგადი განათლება უნდა იყოს დომინანტი)”,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში დასაქმებული 908,698 ადამიანიდან 92% სრული განაკვეთზე, ხოლო 8% არასრულ განაკვეთზე მუშაობს.

დასაქმების ყველაზე მაღალი წილი – 20-20% „სპეციალისტების“ და „მენეჯერების“ ძირითად პროფესიულ ჯგუფზე მოდის, ხოლო „მომსახურებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებულ პირებზე“ – 17%.

მსგავსი სიახლეები