მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს.

პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში, აშშ-ში უცხოელი მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის ხუთკვირიანი ინტენსიური კურსი ჩატარდება. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საკითხების ბიუროს (ECA) მიერ.

პროგრამა მოიცავს ხუთკვირიან აკადემიურ სესიას სხვადასხვა ამერიკულ უნივერსიტეტში, მათ შორის მონტანას უნივერსიტეტში (University of Montana), ITD ინსტიტუტში (Massachusetts) და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩიკოში (California State University, Chico). თითოეულ ინსტიტუტს ერთკვირიანი კვლევითი/საექსკურსიო მოდული დაემატება აშშ-ის სხვადასხვა რეგიონში. პროგრამის შინაარსი აერთიანებს America 250 თემებს – ამერიკის ისტორიას, წარმატებებსა და ინოვაციებს.

აკადემიური პროგრამა მოიცავს ლექციებს, პანელურ დისკუსიებს, სემინარებს, თემატურ შეხვედრებს, პრაქტიკოსებთან კომუნიკაციას და კულტურულ აქტივობებს. საბუთების მიღების ბოლო ვადა 4 იანვარია.

მსგავსი სიახლეები

“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება” – განკარგულება

“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა…

“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობის მიერ…
აშშ მასწავლებლებისთვის “ფულბრაიტის” სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე მიღებას აცხადებს

აშშ მასწავლებლებისთვის “ფულბრაიტის” სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები “ფულბრაიტის” მასწავლებელთა დახელოვნების (Teaching Excellence and Achievement) პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეული საბაზისო და საშუალო სკოლის მასწავლებლები აშშ-ის…
საფრანგეთში საქართველოს საელჩო – ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა

საფრანგეთში საქართველოს საელჩო – ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი…

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ეხმიანება პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც…