მთავრობა 2026-2032 წლებში ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას აანონსებს

მთავრობა 2026-2032 წლებში ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას აანონსებს

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.მ

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება – 210 მილიონი ლარი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში.

“საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.

თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განვითარების რეგიონების პოტენციალს”, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

მსგავსი სიახლეები

5-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

5-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში არის ნათქვამი. ამავე განკარგულების თანახმად,…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
პრემიერი ევროინტეგრაციის გზაზე “ქართული ოცნების“ მთავრობის 3 მიღწევას ასახელებს

პრემიერი ევროინტეგრაციის გზაზე “ქართული ოცნების“ მთავრობის 3 მიღწევას ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა.…