რას ითვალისწინებს „ფულის გათეთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები?

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. 

„კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციების გათვალისწინებას. საუბარია შეფასების მეხუთე რაუნდზე. კერძოდ, შესაბამისი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა 2019 წელს, 2020 წელს გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი ინსტიტუციური ბერკეტების გაჩენა –  საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებათა პროექტი ზედმიწევნით მიყვება MONEYVAL-ის რეკომენდაციებს და ასევე, რა თქმა უნდა, შესაბამისობაში მოდის ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმის ხარვეზების აღმოფხვრას და არსებული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებით ფინანსურ ინსტიტუტებსა და არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს დაუწესდებათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად სანქცირებული ქონების აღმოჩენისას  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება.  

ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე სამთავრობო კომისიას ეკისრება ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების გათვალისწინების ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების დაცვის შესაბამისი მექანიზმის არსებობას.  

როგორც თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მიღებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…