2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ბიუჯეტში ავტომობილების განბაჟებიდან 295 მილიონი ლარი შევიდა. აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 მილიონი ლარით მეტია (ზრდა 15%) – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 11 თვის ანგარიშიდან ირკვევა.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ავტომობილების განბაჟების საფასური დამოკიდებულია მის გამოშვების წელზე, ძრავის მოცულობასა და მის ტიპზე. ამასთან, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისთვის განაკვეთი 60%-ით მცირდება, ხოლო ელექტრომობილები განბაჟების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან.
დაბეგვრის განაკვეთი ავტომობილებისთვის:
ავტომობილის ასაკი
ძრავის მოცულობა
აქციზის განაკვეთი, ლარი თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე
ა) 1 წლამდე
1 სმ³
1.5
ბ) 1 წლის
1 სმ³
1.5
გ) 2 წლის
1 სმ³
1.5
დ) 3 წლის
1 სმ³
1.4
ე) 4 წლის
1 სმ³
1.2
ვ) 5 წლის
1 სმ³
1
ზ) 6 წლის
1 სმ³
0.8
თ) 7 წლის
1 სმ³
0.8
ი) 8 წლის
1 სმ³
0.8
კ) 9 წლის
1 სმ³
0.9
ლ) 10 წლის
1 სმ³
1.1
მ) 11 წლის
1 სმ³
1.3
ნ) 12 წლის
1 სმ³
1.5
ო) 13 წლის
1 სმ³
1.8
პ) 14 წლის
1 სმ³
2.1
ჟ) 14 წელზე მეტის
1 სმ³
2.4
ავტომობილების განბაჟებიდან მიღებული შემოსავლის მატება ქვეყანაში ავტოიმპორტის მატებასთან არის დაკავშირებული. 2025 წლის 11 თვეში საქართველოში 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია, ხოლო ავტოექსპორტმა 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, უშუალოდ საქართველოში აღნიშნულ პერიოდში (სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის) 917 მილიონ დოლარს შეადგენდა, ავტომობილების რაოდენობა კი 108,243 იყო. ამასთან, საქართველოში დარჩენილი ავტომობილების საშუალო ფასი 8.5 ათასი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტზე გატანილი ავტომობილის საშუალო ფასი კი 25.2 ათასი დოლარია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში გაგრძელებული დადებითი ეკონომიკური…
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის 10 თვის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯამურად პერიოდის განმავლობაში აკრეფილი საგადასახადო მოცულობა 18 მილიარდ…