რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეს ცვლილება საბანკო სექტორიდან მისაღები მოგების საპროგნოზო მაჩვენებელთან მიმართებით დაბალ ფაქტობრივ შესრულებას უკავშირდება.

“საბანკო სექტორის მოგება წელს იქნება 190 მილიონი ლარით უფრო ნაკლები, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ეს არის საბანკო სფეროს მოგების გადასახადიდან გამომდინარე, რადგანაც 2024 წელს ბანკების მოგება იყო უფრო ნაკლები ვიდრე ნავარაუდევი იყო. შესაბამისად, საავანსო გადახდები, რაც გაკეთებული იყო აღმოჩნდა უფრო მეტი, ვიდრე განსაზღვრული იყო”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მთლიანობაში 2025 წელს საქართველოს მთავრობა 21.94 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც პირველად პროექტთან შედარებით 55 მილიონი ლარით მეტია. ეს ზრდა უკავშირდება საშემოსავლო გადასახადის გეგმასთან შედარებით მაღალ მობილიზებას.

2025 წლის საგადასახადო შემოსავლების განახლებული გეგმა

    • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 7 549,0 მლნ ლარით (იზრდება 180,0 მლნ ლარით);
    • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 880,0 მლნ ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი თავდაპირველ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 190,0 მლნ ლარის ოდენობით. შემცირება ძირითადად გამოწვეულია საბანკო სექტორის 2024 წლის მოგების პროგნოზირებულთან შედარებით ნაკლები მოცულობით;
    • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 136,0 მლნ ლარით (არ იცვლება თავდაპირველი პროგნოზი);
    • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 650.0 მლნ ლარის ოდენობით (უცვლელია თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით);
    • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 145.0 მლნ ლარით (მცირდება 5,0 მლნ ლარით);
    • სხვა გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 580,0 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 70,0 მლნ ლარით).

განმარტებითი ბარათის თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი თუკი თავდაპირველად 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი, კორექტირებული პროექტით ის 7.2%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები

მთავრობა 2026-2032 წლებში ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას აანონსებს

მთავრობა 2026-2032 წლებში ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას…

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.მ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება…
პრემიერი ევროინტეგრაციის გზაზე “ქართული ოცნების“ მთავრობის 3 მიღწევას ასახელებს

პრემიერი ევროინტეგრაციის გზაზე “ქართული ოცნების“ მთავრობის 3 მიღწევას ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა.…