ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი გაუგზავნა, რომლითაც ასიგნებების მოცულობა წინა წარდგენის ბიუჯეტთან 400 მილიონი ლარით, 30.9 მილიარდ ლარამდე იზრდება.
სამინისტროებს შორის თანხების ცვლილება ასეთია – მეორე წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით, მესამე წარდგენის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტად 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
განათლების სამინისტროს 87 მილიონი ლარი ემატება, 46 მილიონი ლარი ემატება კულტურის სამინისტროს, სპორტის სამინისტროს კი 22.5 მილიონი ლარი. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება. რაც შეეხება უწყებებს, რომელთა ბიუჯეტიც მცირდება, ასეთია ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც წინა წარდგენის პროექტთან შედარებით 214 მილიონი ლარი აკლდება. 47.6 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს აკლდება.
სამინისტრო
დაფინანსება 2026 წელს ლარებში (მესამე წარდგენის ბიუჯეტით)
სხვაობა ზრდა/კლება მეორე წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით ლარებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
9,668,640,000
+47,880,000
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
3,113,650,000
+16,800,000
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
2,702,198,000
+86,889,000
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
1,890,000,000
+90,000,000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
1,547,000,000
+74,000,000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
928,550,000
-213,950,000
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო