თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, საქაერონავიგაციის კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი მოეწყობა – ამას ითვალისწინებს 22.5-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საქაერონავიგაციამ გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
“შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენებისა და შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შენობების საბოლოო ფუნქციასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი დეტალები წარმოდგენილი არაა. შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა აღნიშნული ტერიტორია განკუთვნილი იმ ახალი სამაშველო ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო Airbus-ისგან 26 მილიონ ევროდ ყიდულობს. აღნიშნულის თაობაზე BMG კითხვით “საქაერონავიგაციას” მიმართავს. სატენდერო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობისთვის პრეტედენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები.
ტენდერში განაცხადების მიღება 6 სექტემბერს იწყება და 11 სექტემბერს სრულდება.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…