საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

საქართველოში ოქროს ზოდებით და მონეტებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ კატეგორიის ოქროს ზოდი არანაკლებ 995 სინჯის უნდა იყოს, ხოლო საინვესტიციო ოქროს მონეტა არანაკლებ 900 სინჯის.

BDO-ს საგადასახადო მიმოხილვის თანახმად, კანონში განმარტებულია რომ ამ კატეგორიის ოქროს ნაკეთობების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლებულია.

“საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, სსკ-ის 157-ე მუხლს, რომელიც მოიცავს ტერმინთა განმარტებებს დღგ-ის მიზნებისთვის, დაემატა ახალი “წ” ქვეპუნქტი. დამატებით განიმარტა საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდს ან ფირფიტას, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებულ ოქროს მონეტას, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად განახლდა ასევე სსკ-ის 172-173-ე მუხლები, რომელთა მიხედვით საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი გათავისუფლდა დღგ-ით დაბეგვრისგან ჩათვლის უფლებით,” – ნათქვამია BDO-ს საგადასახადო მიმოხილვაში.

საქართველოში საინვესტიციო კატეგორიის ოქროს ზოდებითა და მონეტებით ვაჭრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა. არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 2,384 ერთეული ოქროს ზოდი, 429 მილიონ ლარად გაყიდა.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები