ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო–სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში, რომელსაც თანათავმჯდომარეების რანგში თავად ქვრივიშვილი და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი გახსნიან.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი ბელგრადში კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს – Eagle Hills – Belgrade Waterfront-ს დაათვალიერებს.
ამასთან, ის ბელგრადის საგამოფენო ცენტრსაც ეწვევა, სადაც მულტიმედიურ სივრცეში მომავალი საერთაშორისო გამოფენის — „ექსპო 2027“-ის პრეზენტაციას გაეცნობა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო გამოფენა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში პირველად ჩატარდება და ის 2027 წლის 15 აპრილიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
რამაზ აბესაძე, პროფესორი მართალია, ომი უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ მასში სხვადასხვა სახით (იარაღის მიწოდება, ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება,…